www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: F&B მენეჯერი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"Best Wester Plus Batumi" აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** უზრუნველყოს მოლოდინის შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** ყოველდღიურად ურთიერთობს სტუმრებთან, რათა მიიღოთ უკუკავშირი საკვების, სასმლის, მომსახურების დონისა და საერთო კმაყოფილების შესახებ;
** პასუხისმგებელია ყველა ფინანსურ ოპერაციაზე დანიშნულ ობიექტში;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** ბარსა და რესტორნის ტერიტორიის სრული კონტროლი, ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების უმკაცრესი დაცვით;
** დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** სახარჯი მასალის ინვენტარიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასმელებისა და კვების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული
** პრობლემების ეფექტურად ამოცნობისა და გადაჭრის უნარი
** შეუძლია სხვადასხვა დავალებების დელეგირება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@bwplusbatumi.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "F&B მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |