www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje). სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: ავეჯის კატეგორიის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების დაგეგმვა კატეგორიის მიხედვით
** პროდუქციის შეკვეთების მომზადება
** პროდუქტის ფასის განსაზღვრა
** კატეგორიის სტატისტიკის განსაზღვრა/მართვა
** კატეგორიების მიხედვით დისპლეის მომზადება ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით
** გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი
** მარაგების მაღაზიებში ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი
** სასაქონლო მარაგების ეფექტური მართვა
** მაღაზიის თანამშრომლებთან მუდმივი კონტაქტი პროდუქციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით
** წუნდებული პროდუქტის განსაზღვრის კონტროლი და რეალიზაციის დაგეგმვა
** მუდმივი ჩართულობა პროდუქციის განბაჟების, დასაწყობებისა და მაღაზიებში გადანაწილების პროცესში
** ეფექტური, პრაქტიკული კავშირი სხვა განყოფილებებთან პროდუქციის პროგნოზირების, დაგეგმვის და მიწოდების უზრუნველსაყოფად
** გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად ყველა ტიპის აქციების ეფექტური დაგეგმვა: დასაგეგმ აქციაზე პროდუქტის და მოდელის შერჩევა
** ვენდორ ინქამის ფაილის მომზადება და წარმოება ყოველთვიურად (ჯამური მომგებიანობის მონიტორინგი)
** კონკურენტების ფასების ანალიზი
** ახალი და ინოვაციური პროდუქტების მოძიება, ასორტიმენტის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება, ავეჯის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ექსელის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |