www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდმარტ რითეილ ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ფუდმარტ რითეილ ბიზნეს ჯგუფი, აცხადებს კონკურსს კომერციული მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მიმართულება: ფრეში
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი
მივლინებები საჭიროების/მოთხოვნის გათვალისწინებით: რაჭა, ლენტეხი, ვანი, ტყიბული, ფოთი, ზუგდიდი, მესტია, ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ

მოვალეობა-ვალდებულებანი:

დაქვემდებარებული კატეგორიების მენეჯერების მართვა (ხორცის და რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტანი, Grab & Go, პურ-ფუნთუშეული)

ბაზრის კვლევა და ანალიზი:

** კონკურენტი კომპანიების საერთო მდგომარეობის შესწავლა;
** ბაზარზე არსებული საფასო პოლიტიკის შესწავლა;
** ახალი პროდუქციის შესწავლა;
** კომპანიისთვის იმპორტის წარმოება; ექსკლუზიური პროდუქციის შემოტანა;
** კერძო სავაჭრო ნიშნის მართვა და მუდმივად ასორტიმენტის ზრდა;
** ასორტიმენტული მატრიცის შექმნა;
** მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და კომერციული კონტრაქტების გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტების მიხედვით რეალიზაციისა და მარჟის გეგმის შემუშავება კატეგორიების, ჯგუფების და ქვეჯგუფების ჭრილში;
** გაყიდვების სტიმულირების და გეგმის განხორციელება;
** დაგეგმილი რეალიზებისა და მარჟების გეგმების შესრულება;
** სავაჭრო ობიექტის ინტერიერის სტანდარტიზაცია - "პლანოგრამები; მერჩენდაიზინგი;
** გაყიდვების ანალიზი: ჯგუფების, ქვეჯგუფების და მაღაზიების მიხედვით;
** კატეგორიის მენეჯერებისთვის თვის ჭრილში ძირითადი დავალებების მიცემა და შესრულების მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი) განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში.
** აუცილებელია რითეილის მიმართულებით კატეგორიის/კომერციულ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა
** Excel მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა, სისხარტე და ენერგიულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურობა;
** ინიცირების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კომერციული მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |