www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"BET25" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: 24 სთ ყოველ მე-4 დღეს
უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის უფროსი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 850 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
** უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი
დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
** მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება, რათა არ დაუშვას ობიექტზე არასრულწლოვანები;
** მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
** სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
** სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
** ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
** საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

"BET25" გთავაზობთ:

** კვებას;
** პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |