www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ადმინისტრატორი/ბარისტა
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

არსებული ქსელის რებრენდინგისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - მოლარე - ადმინისტრატორის / ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავთო ვარაზის ქუჩა N16;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სამომხმარებლო დონეზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: "მოლარე-ადმინისტრატორი/ბარისტა".

სპორტ დარბაზი "რეფორმა", მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |