www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტს როგორც ევროპიდან ისე CIS ქვეყნებიდან და საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე არაერთ ლიდერ მწარმოებელ კომპანიას.

დღეის მდგომარეობით კომპანია თანამშრომლობს მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან.

"SmartPharm" ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციული კულტურის მატარებელი კომპანიაა, რომელიც ზრუნავს კომპანიის ყველა წევრზე რათა ჰქონდეთ კარიერული და პროფესიული განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი; ყოველდღიური ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობით სხვადასხვა რეგიონებში: შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი.
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ახალი კლიენტების მოძიება;
** უზრუნველყოს კომპანიის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს აფთიაქებში პროდუქციის საუკეთესო განლაგება;
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში;
** ყოველდღიურად წარადგინოს რეპორტი, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი მონიტორინგის ცხრილი.
** მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან და მათთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა;

სამუშაო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, (ფარმაცევტული მიმართულებით მიენიჭება უპირატესობა).
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილის ქონა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** პრეზენტაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარებისკენ სწრაფვა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მობილურ ულიმიტო სასაუბრო დროს და ინტერნეტ ბალანსს;
** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების რეგიონული მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |