www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: კრედექსი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მარტი

კომპანია "კრედექსი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** კლიენტების მოზიდვა
** კლიენტების მოთხოვნებისა და საჭიროებების გამოვლენა, მათთვის სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტების შეთავაზების მიზნით.
** პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომსახურების გაწევა სტანდარტების დაცვით.

კომპეტენციები/პიროვნული უნარები:

** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (პრიორიტეტულია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამართულად ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);

სამუშაო ადგილი: საბურთალოს ფილიალი, გლდანის ფილიალი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:30 საათამდე
მინიმალური საბაზისო ხელფასი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და გამოცდილებაზე) 850 ლარიდან + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: info@credex.com.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საკრედიტო ოფიცერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 მარტი, 2024 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |