www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას, რომლის მართვაშია "სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამა.

ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას "სოფლის ექიმის" სახელმწიფო პროგრამაში, ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 3438 ლარი (დარიცხული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** დეფექტური აქტების შედგენა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების, მასალათა და მოწყობილობების სპეციფიკაციის შედგენა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დაცვა ექსპერტებთან;
** კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს დოკუმენტები (ოქმი, ხელშეკრულება, პროცედურა, ოფიციალური წერილი და ა. შ.);
** ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი და შეფასება;
** კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების და კომისიების საქმიანობაში მონაწილეობა;
** წარადგინოს ანგარიშები გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ;
** გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შეიმუშაოს რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური, ფინანსური, სამშენებლო ან არქიტექტურული მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის კარგი ცოდნა. (Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე);

პიროვნული თვისებები:

** მართვის უნარი
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** ადაპტაციის უნარი
** ანალიზის უნარი
** ორგანიზების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მონაცემთა ანალიზის უნარი
** ინფორმაციის შეგროვების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.holding@moh.gov.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ა (ა)იპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |