www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტ ოპერატორი - TKT.ge
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"TNET" წარმოადგენს "თიბისი" ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; myshop.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge, super app) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

TKT.ge-ის გუნდში ვეძებთ კონტენტ ოპერატორს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური, ორშ.-პარ. 19:00-23:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ღონისძიებების შექმნა, საიტზე განთავსება;
** ორგანიზატორების მოთხოვნების შესრულება;
** ახალი ფუნქციონალის მოთხოვნა;
** ორგანიზატორის მოთხოვნის და მიმართულებების მიხედვით ახალი ფუნქციონალის მოთხოვნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** WEB გვერდზე კონტეტის შექმნის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

** გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
** შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge.
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |