www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წვრილი ტექნიკის ინჟინერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ალტა" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე ლიდერ ტექნოლოგიურ ფლაგმანს, რომელიც ოპერირებს ყველა უმსხვილესი მსოფლიო ბრენდის საცალო გაყიდვების, დისტრიბუციის და მომსახურების მიმართულებით.

შპს "ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ნივთების (ბლენდერი, ჩოპერი, მიქსერი, ფენი, ფოტო/ვიდეო კამერა, პროექტორი და ა.შ) დიაგნოსტიკის/შეკეთების ინსტრუქციებისა და სტანდარტების გაცნობა;
** ნივთების დაშლა/აწყობა;
** განაწილებული ნივთების პრიორიტეტულობის მიხედვით დროულად და სტანდარტების დაცვით დიაგნოსტიკა/შეკეთება;
** დიაგნოსტიკის შედეგების შესაბამის ფორმაში გაწერილი სტანდარტების დაცვით ასახვა;
** დიაგნოსტიკის შემდეგ შესაბამის ერთეულებთან დასკვნის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
** დიაგნოსტიკის შედეგად მასალებზე/ნაწილებზე თხოვნის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაყენება დადგენილი ფორმით;
** სარემონტო სამუშაოების სტანდარტების/ინსტრუქციების მიხედვით დროულად ჩატარება;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების /ხარვეზების შესახებ შესაბამის ერთეულთან კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრაში ჩართულობა;
** სარემონტო და დიაგნოსტიკური სამუშაოების ვადებთან დაკავშირებული შეფერხების თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დროული ინფორმირება და მიზეზების გაცნობა;
** ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე დეტალების/ინფორმაციის შესაბამის პროგრამაში დროული ასახვა;
** სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ ნივთის დეტალური შემოწმება და გამართულად მუშაობის დადასტურება;
** მასზე მიკუთვნებული საწყობის ნაშთის კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** სხვა ფუნქციები, რომლის შესრულებაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულისთვის დასახული მიზნისა და ამოცანების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ელექტრონიკის, მიკროელექტრონიკის, ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |