www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი კომბოს ან მინივენის ავტომობილით თბილისი-ბოლნისი დმანისის მიმართულება.

აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ეკონომიური ავტომობილი ფურგონი, კომბო განიხილება სედანიც.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 50-60 + საწვავი;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი მოვალეობები: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად, მარნეული, ბოლნისი დმანისი, თეთრიწყარო წალკა.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან პირადი ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე HR@easyway.ge და სათაურის ველში არ დაგავიწყდეთ ვაკანსიის დასახელების "კურიერი ბოლნისში" მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე, მხოლოდ სამუშაო საათებში 591005579.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |