www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი-ლაზეროთერაპევტი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ექიმ-ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.

მდებარეობა- თბილისი.
სამუშაო გამოცდილება: 1 წელი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

ჩვენთან მუშაობის პრივილეგია:

** პირველადი და მეორადი პაციენტების დიდი ნაკადი;
** სოციალურ ქსელებში თქვენი და თქვენი სამუშაოს პოპულარიზაცია.
** ტრენინგი და პრაქტიკა კლინიკა "მედის" ბაზაზე.
** მაღალი გამომუშავება/ანაზღაურება.
** კარიერული ზრდა
** მუშაობა პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
** პოზიტიური ენერგიის უზარმაზარი მუხტი ყოველდღე.

ჩვენი მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

** სამედიცინო განათლება;
** რეზიდენტურა კოსმეტოლოგიაში;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა;
** სასურველია ნებადართული სპეციალობა "დერმატო-ვენეროლოგია";

მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია.
** სამედიცინო მომსახურების გაწევა, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

1. დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
2. სტაბილურ ხელფასს;
3. კორპორატიულ ფორმას;
4. მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი
ნათესავებისთვის;
5. ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 6 მარტამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |