www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ოტო მოტორს ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1250 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების შესრულება;
** ყოველდღიური დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
** საწყობში პროდუქციის მიღება-გაცემის დოკუმენტური უზრუნველყოფა ;
** საწყობში შემოსული და გასული საქონლის ელ. ბაზაში გატარება;
** პროგრამულად საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი;
** სასაწყობე ნაშთების პერიოდული აღრიცხვა;
** სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელობისთვის საჭირო დოკუმენტაციისა და რეპორტის მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ;
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა;
** სასაქონლო-მატერიალური აქტივების თანმხლები დოკუმენტების მომზადების ცოდნა (ზედნადები,
ანგარიშ-ფაქტურა);
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ;

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** დაგეგმვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;

საკონტაქტო ტელეფონი: 0322 05 26 26

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@otoservice.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |