www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://bet25.live/en
https://www.linkedin.com/company/74175688/admin/feed/posts/
https://www.facebook.com/BET25.live

"BET25" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი
სამუშაო განაკვეთი: 2 დღე/2 დღე დასვენება/2 ღამის ცვლა
სამუშაო საათები: 09:00-დან 21:00 საათამდე; 21:00-დან 09:00 საათამდე.
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის დალაგება და სისუფთავის დაცვა;
** ოთახებისა და იქ განთავსებული ავეჯის/ინვენტარის დასუფთავება;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

BET25 გთავაზობთ:

** დრესკოდის უზრუნველყოფას;
** კვებას;
** პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამლაგებელი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "BET25"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |