www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

შპს "საქართველოს ფოსტა" ლოგისტიკის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, 1 საათიანი შესვენება, შაბათს - 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობა:

** ახდენს თანამშრომლების ტრანსპორტირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მათ ტრანსპორტირებას კონკრეტულ ლოკაციამდე;
** სამუშაო საათების განმავლობაში იმყოფება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებს მისთვის დავალებულ სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
** გეგმავს მარშრუტს რაციონალურად და დროის ეფექტურად გამოყენების გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B და C კატეგორია;
** საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 29.02.2024



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |