www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: პომოდორისიმო
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 33

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით;
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** HACCP-ის სატანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
** შეფ-მზარეულის და სუ-შეფის დამატებითი მითითებების შესრულება, საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1-3 წლამდე);
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

პირობები:

** 8 საათიან სამუშაო გრაფიკი ცვლებში - 11:00-19:00 და 16:00-00:00 (6/1);
** ზეგანაკვეთური საათების 105%-ით ანაზღაურება და ოფიციალურ დასვენების დღეებში ორმაგი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება;
** კვება და საღამოს საათებში ტრანსპორტირება;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;

შრომითი ანაზღაურება: 1200 ლარი.

ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის" მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 233 787. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მზარეული.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |