www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ჯეოსთილი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

სამრეწველო კომპანია შპს "ჯეოსთილი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

გასაუბრებაზე შეუძლიათ მოვიდეთ ასევე დამწყებ კანდიდატებს (გამოცდილების გარეშე).

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი 10:00-16:00
მდებარეობა: რუსთავი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის ან ფინანსების განხრით (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების საწყისების ცოდნა: MS Office; Excel, Internet;
** მწარმოებელი კომპანიის პრაქტიკული ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის სურვილი;
** საგადასახადო აღრიცხვისა და დეკლარაციების შესწავლის სურვილი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;

მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** შესყიდვის-ხარჯების დოკუმენტაციის გატარება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება და დამუშავება შესაბამისი წესით;
** გაყიდვის ოპერაციების აღრიცხვა, საბანკო გადარიცხვები;
** შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ბუღალტრის/გადასახადების მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებსაც სურთ ისწავლონ და გაიზარდონ წარმოების ინდუსტრიაში და მიიღონ გამოცდილება IFRS ბუღალტრული აღრიცხვისა და გადასახადებში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geosteel.com.ge.

გთხოვთ, Subject Line-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან მობრძანდეთ მითითებულ მისამართზე: რუსთავი, დავით გარეჯის #36.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |