www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარეაბილიტაციო ცენტრის რეგისტრატორი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ამ ადამიანების სოციალური ინკლუზიის ხელშესაწყობად.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" ქ. თბილისში ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრისთვის აცხადებს ცენტრის რეგისტრატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული ბენეფიციარების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** თანამშრომელთა დასწრების და სამუშაო დროის ელექტრონული აღრიცხვის წარმოება შესაბამის პროგრამაში, ყოველკვირეული დამუშავება, მიწოდება ადმინისტრაციისთვის და შენახვა;
** ბენეფიციართა პირადი საქმის გახსნა და შენახვა;
** ამბულატორიული ბარათის პირველადად გახსნა და ინფორმაციის შევსება განსაზღვრული წესის შესაბამისად, როგორც ნაბეჭდი, ასევე, ელექტრონული სახით;
** გახსნილი ბარათების მოვლა-შენახვა/დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მოძიება;
** მშობლებთან და თერაპევტებთან კომუნიკაცია ინფორმირება თერაპიული სესიის შესაძლო ცვლილებების შესახებ;
** თერაპიების დროის და შესაბამისი ოთახების ცხრილის შედგენა;
** თერაპიების განრიგის შეთანხმება და ცვლილებებზე დროული ინფორმაციის მიწოდება მშობლებისა და თერაპევტებისათვის

დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სრულ სამუშაო დღეს 9:00- დან 18:00 საათამდე შესვენების საათის ჩათვლით.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება, სასურველია სამედიცინო სფეროში;
** სასურველია, სოციალურ ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური უნარი;
** დისციპლინარული წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალობა

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;
** შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად;
** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელმისამართზე უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე (CV)

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 15 მარტი

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე Autism.cfs@gmail.com

"Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ცენტრის რეგისტრატორი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |