www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ყვარლის ღვინის გვირაბის ტურისტულ კომპლექსში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ "მეღვინეობა ხარებას" 50-მდე დასახელების ღვინო და მონაწილეობა მიიღონ ისეთ რთველში მონაწილეობა და ყურძნის დაწურვა. ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

კომპანია "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი (ყვარელი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
ანაზღაურება - 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამეურნეო სამსახურის გამართულად მუშაობის პროცესის უზრუნველყოფა;
** სამეურნეო საკითხებისთვის ორგანიზების გაწევა;
** შხამ-ქიმიკატების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;
** დასაწყობებული საქონლის მოთხოვნის შესაბამისად გაცემა;
** პერიოდულად აღწერების ჩატარება;
** საწყობში წესრიგის და სისუფთავის კონტროლი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან/და უმაღლესი განათლება;
** საწყობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** ორგანიზებული

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და g.gelutashvili@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |