www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: BK Construction
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.

"ბიქეი ქონსთრაქშენი" 30-წლიანი გამოცდილების მქონე, წამყვანი სამშენებლო კომპანიაა. ბიქეი ქონსთრაქშენს ზურგს უმაგრებს ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სირთულისა თუ სპეციფიკის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. კომპანიას უმუშავია ისეთ პროექტებზე როგორებიც არის სასტუმროები, მოლები, საოფისე შენობები, საცხოვრებელი კომპლექსები, სპორტული დარბაზები თუ სხვა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.bkconstruction.ge

ძირითადი მოვალეობები:

** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
** პოზიტიური შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის შექმნა ცნობიერების გაზრდისა და სწორი კომუნიკაციის გზით;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
** შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დადგენილი პერიოდულობით, სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** კონტრაქტორების კონტროლი კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების დროს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი ან დიპლომი;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი თვისებები და უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@bkconstruction.ge. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |