www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Burki Castle & Cellar
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ყვარელში მდებარე 40 ნომრიანი სასტუმრო "Burki Castle & Cellar" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სასტუმროში 26 ოთახი და 14 ინდივიდუალური კოტეჯია. კომპლექსში სტუმრები ასევე ისარგებლებენ ღია საცურაო აუზით, ბარით, ტერასით და რესტორნით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, ასევე მარნით და სხვადასხვა გასართობი აქტივობების სივრცეებით.

ძირითადი მოვალეობები:

** საჭირო აღჭურვილობისა და მარაგის გადამოწმება/შეკვეთის გაკეთება;
** თეთრეულის მარაგების კონტროლი და სამრეცხაოსთან კომუნიკაცია
** დასუფთავების ტექნიკის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში ოთახების დასუფთავება
** გადამოწმება თუ რამდენად ეფექტურად არის შესრულებული კონკრეტული ამოცანები;
** ოთახების დალაგების ხარისხის შემოწმება.
** ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად
** მენეჯერის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება
** დაზიანებული ნივთების აღრიცხვა
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება
** სამუშაო განრიგის გაკეთება
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** საჭიროების შემთხვევაში განთავსებას

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: natali.sokhadze@gmail.com - დანიშნულებაში ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"Burki Castle & Cellar" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |