www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მეამა ქოლექთის მენეჯერი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"მეამა ქოლექთის" გუნდში გიწვევთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს მეამა ქოლექთის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

"მეამა ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც "მეამას" კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** გემრიელ და არომატულ ყავას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.
** კონკურენტულ ანაზღაურებას

მოვალეობები და ვალდებულებები:

** თეიქევეის ფილიალების სრული მონიტორინგი;
** სტაფის მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება;
** მომარაგების კონტროლი;
** ფილიალის გახსნა/დახურვის პროცედურების წარმართვა;
** თანამშრომლების გრაფიკების შედგენა/აღრიცხვა;
** ფილიალში თანამშრომლების მოსვლა / წასვლის მონიტორინგი;
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ინვენტარიზაციის წარმართვა;
** თანამშრომლების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების კომუნიკაციაზე დაკვირვება/უკუკავშირის გაზიარება;
** კომპანიის მიზნების მიღწევაში ჩართულობა;
** რეალიზაციებიდან გამომდინარე შეკვეთების დროული ორგანიზება;
** სალარო ოპერაციების კონტროლი:
** ჩეკების დადარება;
** პროგრამული გატარების მონიტორინგი.
** ობიექტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
** დანერგილი სტანდარტების დაცვა/მონიტორინგი:
** მომსახურების სტანდარტი;
** სურსათის უვნებლობის სტანდარტი .
** გუნდის მოტივირება ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად;
** ჩეკლისტების შევსება და კონტროლი პროგრამული ინვენტარიზაციის რეპორტინგი საოპერაციო დეპარტამენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის (Excel, Word) ცოდნა;
** საოპერაციო პროგრამაში (FINA) მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა ქოლექთმა"-დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |