www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი/დიასახლისი
მომწოდებელი: Burki Castle & Cellar
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ყვარელში მდებარე 40 ნომრიანი სასტუმრო "Burki Castle & Cellar" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის - დიასახლისის პოზიციაზე.

სასტუმროში 26 ოთახი და 14 ინდივიდუალური კოტეჯია. კომპლექსში სტუმრები ასევე ისარგებლებენ ღია საცურაო აუზით, ბარით, ტერასით და რესტორნით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, ასევე მარნით და სხვადასხვა გასართობი აქტივობების სივრცეებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად
** მენეჯერის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება
** დაზიანებული ნივთების აღრიცხვა
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** საჭიროების შემთხვევაში განთავსებას

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: natali.sokhadze@gmail.com - დანიშნულებაში ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება."

"Burki Castle & Cellar" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |