www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

"Coffee LAB" პირველი განსაკუთრებული თვისებების მქონე ყავის კომპანია არის საქართველოში, რომელიც 2016 წელს შეიქმნა. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. Coffee LAB აერთიანებს ყავის ლაბორატორიების ქსელს - ხუთ ფილიალს, ყავის ტექნიკისა და აქსესუარების მიმართულებას, სარესტორნო მიმართულებას, B2B მიმართულებით 250-მდე პარტნიორის პროვაიდერია და აქვს საკუთარი Bakery და ყავის წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მზარეული

ვის ვეძებთ:

** ადამიანს რომელსაც გულწრფელად უყვარს კერძების მომზადება;
** იზრუნებს, რომ სტანდარტების მიხედვით ხდებოდეს კერძების მომზადება;
** ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს საკვები პროდუქტების სწორად დახარისხებასა და შენახვას;
** აკონტროლებს ვარგისიანობას, სწორ და დროულ ჩამოწერის პროცესს;
** დაიცავს სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს სამზარეულოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მზარეულად მუშაობის გამოცდილება 1-3 წელი

სამუშაო ადგილი და პირობები:

** თბილისი, ალ.ყაზბეგის #27
** კვირაში 5 დღე, 9-საათიანი გრაფიკი
** ანაზღაურება 1000-1500 (net) განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ გრაფიკს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ძალიან საინტერესო საქმეს, საყვარელ გუნდთან ერთად, სადაც ჩვენი მთავარი ღირებულებებია ურთიერთობები, მეგობრობა და განვითარება.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გთხოვ გამოგზავნო CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@coffeelab.ge 28 თებერვლამდე და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ "მზარეული".

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |