www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე.

"ალგი აუდიტი" მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმოება ეწოდება.

სამუშაო პირობები:

** პოზიცია: უფროსი აუდიტორი
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე ი. აბაშიძის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის გეგმის შედგენამდე მეთოდოლოგიით განსაზღვრული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობა, მიღება და კონტროლი;
** რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** აუდიტის გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა-მოპოვებაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯერის/პარტნიორის მიერ პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** ინვენტარიზაციის ჩატარება ან კლიენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის პროცესზე დასწრება;
** სამუშაოს წარმართვა ხარისხიანად, წინასწარ შეთანხმებულ ვადების დაცვით;
** კომპანიის აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროფესიული ეთიკის მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ACCA პირველი ეტაპის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე)
** აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და აზრის გასაგებად გადმოცემა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური გამოსავლის მოძიება;
** ინიციატივის საკუთარ თავზე აღების და განვითარების სურვილი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "უფროსი აუდიტორი".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |