www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწვავისა და მობილიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: თიდი კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სამშენებლო კომპანია "თიდი კონსტრაქშენ"-ი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.

გვესაჭიროება საწვავისა და მობილიზაციის მენეჯერი. ჩვენი პროექტები მიმდინარეობს თბილისში. ძირითადი მიმართულება წარმოადგენს: წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობასა და რეაბილიტაციას.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო აღწერილობა:

** საწვავის განაწილება, დაგეგმვა, მართვა, კონტროლი, რეპორტი.
** სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე გახარჯული მასალებისა და ინვენტარის ხარჯვის დაგეგმვა, მართვა, კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისა და ზოგადად დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა; სააღრიცხვო მონაცემების დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
** კომპანიისთვის საჭირო მასალებით მომარაგება, შეკვეთების მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზის ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისის ღონისძიებების გატარება.
** მობილიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება 2 წელი;
** MS office;
** მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** საბუთებთან სკრუპულოზურად მუშაობა;
** პასუხისმგებლობიანი.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@tdconstruction.ge.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |