www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემსი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

კომპანია "ელემსის" გუნდი ეძებს სამშენებლო ობიექტის მენეჯერს, ქ. ბათუმში.

კომპანია "ელემსი" სამშენებლო პროექტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს და გუნდი სრულად დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით. ჩვენ გვაერთიანებს მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცედენტებით, შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიცია მოითხოვს განათლებას სამოქალაქო, მექანიკურ ან ელექტრო ინჟინერიაში, ასევე ფართო გამოცდილებას სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართულებით, მათ შორის: კომერციული, რეზიდენტული, სასტუმრო, საოფისე და სხვა სპეციფიკური დანიშნულების მქონე შენობებისთვის. კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტრაქტორ (ებ)ის, ქვეკონტრაქტორ (ებ)ის, კონსტრუქციული, არქიტექტურული ასევე საინჟინრო სისტემების მასალების, სამონტაჟო სამუშაოების, მანქანა მექანიზაციის ყოველდღიური ზედამხედველობა და ინსპექტირება
** სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლი
** პროექტის ნახაზების, სპეციფიკაციების, სამონტაჟო ინსტრუქციების და მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების შესაბამისად, ინსპექტირების/შემოწმების აქტების მომზადება და დადასტურება
** სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენა და მათი დროულად გამოსწორების კონტროლი
** ქვეკონტრაქტორებისა და კონტრაქტორების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად
** ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება.
** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება.
** რისკების დროული იდენტიფიცირება
** მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან
** უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მხრივ კონტრაქტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასება და მონიტორინგი
** პროექტის მენეჯერთან, მშენებლობის მენეჯერთან და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** სტრესის მართვის უნარი
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის ცოდნა
** ანგარიშების წერის უნარი

მოთხოვნები:

** MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
** AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
** FIDIC და/ან JCT და/ან NEC ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სამოქალაქო, მექანიკური ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით
** მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სფეროში
** შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: career@lmc.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: #სამშენებლო ობიექტის მენეჯერი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |