www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

ვაცხადებთ ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** კორპორატიულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლებისა და არსებული მაღაზიების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის ინსტალირება და დიაგნოსტირება;
** მომხმარებლების ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ქსელთან მუშაობის გამოცდილება ;
** ოპერატიული სისტემების ცოდნა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

პიროვნული მახასიათებლები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: იმერეთის რეგიონი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@daily.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |