www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექთანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი (კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში)

სავალდებულოა:

** საშუალო სპეციალიზირებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
** ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება;
** მონაწილეობა დეპარტამენტის სამედიცინო ხარისხის კონტროლის საქმიანობაში;
** საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება;
** საექთნო პროცედურების შესრულება;
** ასეპტიკა, ანტისეპტიკის დაცვა;
** პროცედურის დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
** დეპარტამენტში საავადმყოფოს შიდა საექთნო პროტოკოლების და გაიდლაინების დანერგვა/შესრულება;
** ექთანთა უწყვეტი სწავლების პროცესებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 თებერვალი.

ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |