www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

შპს "რუმს ჰოტელს ლაბი", რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: Rooms Kazbegi, Rooms Tbilisi, Rooms Kokhta, Rooms Batumi, Holiday Inn Tbilisi აცხადებს ვაკანსიას "Rooms Tbilisi"-ს რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
** ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა.
** რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
** სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
** სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
** გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.

საჭირო უნარები:

** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** დაზღვევა;
** კვება;
** რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 8 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |