www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები-რეცეფციონისტი
მომწოდებელი: Burki Castle & Cellar
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

ყვარელში მდებარე 40 ნომრიანი სასტუმრო "Burki Castle & Cellar" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სასტუმროში 26 ოთახი და 14 ინდივიდუალური კოტეჯია. კომპლექსში სტუმრები ასევე ისარგებლებენ ღია საცურაო აუზით, ბარით, ტერასით და რესტორნით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება, ასევე მარნით და სხვადასხვა გასართობი აქტივობების სივრცეებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სხვა მომსახურებების შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა
** სხარტი აზროვნება, პრობლემური სიტუაციების დროული მენეჯმენტის უნარი, გუნდურობა
** შემოსული ჯავშნების კონტროლი, ბუქინგის და სხვა ონლაინ დაჯავშნის პლატფორმის მართვა
** სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფალ დონეზე ფლობა
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excell, PPT)
** პრიორიტეტულია პროგრამა "არეალი"-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას
** ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საჭიროების შემთხვევაში განთავსებას
** კვებას

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე natali.sokhadze@gmail.com - დანიშნულებაში ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"Burki Castle & Cellar" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |