www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი არქიტექტორული მიმართულებით
მომწოდებელი: ლურსმენი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

"Lursman"-ის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს - ბიზნესის განვითარების მენეჯერს არქიტექტორული მიმართულებით!

Lursman არის არქიტექტორული კომპანია, რომელიც მუშაობს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით: როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის განხრით.
კომპანია თანამშრომლობს დამკვეთებთან როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე და ეძებს გუნდის წევრს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიზნესის გაზრდის და განვითარების მიმართულებით.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გასაუბრების შედეგებზე)
** სამუშაო საათები 10:00 - 19:00; 5 სამუშაო დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** ანაზღაურებადი შვებულება -24 სამუშაო დღე;
** უფასო სატელეფონო ლიმიტი;
** კორპორატიული დაზღვევა.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი; მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონკურენტების ანალიზი გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა კომპანიის ბრენდის და მომსახურების პოპულარიზების მიზნით (მაგ.: საერთაშორის გამომცემლობებში პროექტების პუბლიკაცია);
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება, პოტენციურ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა;
** გაყიდვების პროცესის წარმართვა, პირველი კონტაქტიდან პროექტის დახურვამდე; კლიენტის კმაყოფილების და პროექტის წარმატების უზრუნველყოფა;
** პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულებისა და დასრულების პროცესის წარმართვა მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებით.

პროფესიული უნარები და გამოცდილება:

** ბიზნესის განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება არქიტექტურის ან სხვა დაკავშირებულ სფეროში;
** არქიტექტურული პრინციპების და ტენდენციების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (power point, excel, word)
** სასურველია საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისა და შესრულების სტანდარტების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის და პრეზენტაციის გამორჩეული უნარები;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადოთ, გადადით ბმულზე ახლავე: https://forms.gle/Jdng3VUBxBVuTnsy6

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |