www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო დეპ. უფროსი, მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო დეპარტამენტის უფროსის, მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის N1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

მენეჯერის ამოცანები:

** საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება
** საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება
** ერთიანი საკორპორაციო მიზნის გატარება ტექნიკურ და ინტერპერსონალურ დონეზე
** დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამუშაოების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა სტანდარტების შესაბამისად
** თანმიმდევრული და სწორი საბუღალტრო გატარებების წარმოების მონიტორინგი
** საგადასახადო დეკლარაციების წარმოება-მონიტორინგი
** საგადასახადო საუკეთესო პრაქტიკის გატარება
** საბანკო ანგარიშების კონტროლი (Cash-flow management)
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სწორი აღრიცხვა
** ყოველთვიურად ფინანსური ანგარიშების მომზადება (CF, IS, BS)
** ბუღალტრული დოკუმენტაციის სისრულესა და სიზუსტეში მოყვანა
** პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება
** მოწვეულ აუდიტორებთან ურთიერთობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, MS Office, Internet, Excel, საბუღალტრო პროგრამები (Advanced User)
** ინგლისური ენა - B2-C1.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: HR@ardi.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო დეპარტამენტის უფროსი, მთავარი ბუღალტერი;

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |