www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Format Fit
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

ფიტნეს ცენტრი "Format Fit" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

Format Fit-ში ჩვენ ვცდილობთ შევუქმნათ ჯანსაღი და სუფთა გარემოს ჩვენს წევრებს, რათა ისიამოვნონ თავიანთი ფიტნეს მოგზაურობით. ჩვენ ამჟამად ვეძებთ გულმოდგინე და პასუხისმგებელ დამლაგებელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და დაგვეხმარება ჩვენი დაწესებულების სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვაში.

სამუშაოს აღწერა:

როგორც დამლაგებელი თქვენ შეიტანთ მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ფიტნეს ცენტრის და ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობაში.

თქვენი მოვალეობები იქნება:

** რეგულარული გაწმენდა და დეზინფექცია ტრენაჟორების, სავარჯიშო ზონის და საერთო მოხმარების ზონების;
** იატაკის მოხვეტა, მოწმენდა და მტვერსასრუტით მტვრის აღება;
** საპირფარეშოში და საშხაპეებში სახარჯი მასალების შევსება საჭიროებისამებრ (პირსახოცები, ქაღალდი, შამპუნი, შხაპის გელი და ა.შ.);
** დარბაზში რაიმე სახის ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაციისთვის შეტყობინება;
** უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:

** გრაფიკი: ცვლადი (დილის და საღამოს ცვლები);
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** ტერიტორია: დიღომი, ამერიკის საელჩოსთან ახლოს, "მწვანე ალმასის" კომპლექსში.

ბენეფიტები:

** ფიტნეს დარბაზის უფასოდ სარგებლობის საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სხვადასხვა ფასდაკლებები.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება სათაურში: info@formatfit.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |