www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

საქართველოში უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში..

სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, აღწერა და ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობების პროცესის კონტროლი;
** საწყობიდან გაცემული მასალების აღრიცხვის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, მართვა და კონტროლი;
** შიდა საწყობებში მასალების გადაადგილების ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება საბუღალტრო პროგრამა (APEX) -ში მუშაობის გამოცდილებას.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@junglefever.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |