jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ორიგინალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

"ორიგინალი ჯგუფი" _ ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს "ჩემო კარგოს" სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი "ლუდო"-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.

"ჩემო კარგო" მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს.

გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs

კომპანია "ორიგინალი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს და კონკურენტულ ანაზღაურებას; განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორაციულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება;
** მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით;
** მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, მათი მხრიდან მიღებული მითითებების/რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი;
** სტუმრების შეკითხვებზე, საჩივრებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტური და სწორი მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი) მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.
** გუნდის მართვის გამოცდილება.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hr@originali.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ორიგინალი ჯგუფმა"დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |