jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: შავი პომიდორი სამზარეულო
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

რესტორანი "შავი პომიდორი სამზარეულო" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

შავი პომიდორი სამზარეულო წარმოადგენს რესტორანს, რომლის მენიუ, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შედგენილია ქართულ-ებრაული თანაცხოვრების მოტივებზე და წარმოადგენს ქართული და ებრაული კულინარიული ტრადიციების ნაზავს.

რესტორნის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე:

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/blacktomatokitchen
Instagram გვერდი: https://www.instagram.com/blacktomatokitchen/

მოვალეობები:

** მენიუში არსებული კერძების და სასმელების სრულყოფილად ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზება.
** მაგიდების მუდმივი მოწესრიგება სტუმრების მისაღებად.
** სტუმრების გამასპინძლება, მათთან თავაზიანი და მეგობრული კომუნიკაციის დამყარება.
** შეკვეთების მიღება, სამზარეულოს ინფორმირება და მიტანა.
** რესტორნის სივრცის სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კეთილგანწყობილად და მეგობრულად კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** სამუშაო საათები: 14:00-დან 23:00-მდე.
** ანაზღაურება: თითოეულ ცვლაში 30 ლ და დამატებით, სტუმრებისგან მიღებული თიფსები.
** ადგილმდებარეობა: ქუთაისი, იაკობ გოგებაშვილის ქ. 24.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ნომერზე: მოგვწერეთ მეილზე: kitchen@blacktomato.ge, ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/blacktomatokitchen.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |