jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მზარეული/Commis Cook
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს, ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.

"Hotels & Preference Hualing Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას: მზარეულის / ქომი ქუქის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს კერძების სწორი რეცეპტითა და რაოდენობით მომზადება;
** უზრუნველყოს, ყოველი კერძი იყოს მაღალი ხარისხით მომზადებული, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები მზადებისას;
** გაზომოს და მოიმარაგოს კერძების ინგრედიენტები;
** გარეცხვა, გაწმენდა და დაჭრა ბოსტნეულისა და ხილის;
** ხორცის დაჭრა და დაბასტურმება;
** მოამზადოს ძირითადი კერძები, როგორიცაა სალათები, სოუსები;
** თვალყური ადევნოს მარაგებს;
** უზრუნველყოს საკვები პროდუქტების სათანადოდ შენახვა მაცივრებსა თუ საყინულეებში;
** სათანადო ჰიგიენის სტანდარტის დაცვა და სამუშაო ადგილზე სისუფთავის შენარჩუნება;
** სხვადასხვა კერძების სერვირება;
** საკვები პროდუქტების მიღება და მათი მარაგის აღრიცხვა;
** გაფუჭებული და ვადაგასული საკვების გადაყრა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მზარეულის ან მსგავს პოზიციაზე;
** შესასრულებელი სამუშაოს პრიორიტეტად დაყოფის შესაძლებლობა;
** სხვადასხვა საქმეზე ერთობლივად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისმა დაამუშაოს თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია ჰოტელს ენდ პრეფერენს თბილისის მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად
თქვენ უფლებამოსილი ხართ: მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი ამუშავებს თქვენს შესახებ; ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@hotelspreference.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |