jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: პრემიუმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

ავსტრიული ბრენდი "იულიუს მაინლი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში შპს "პრემიუმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი შესასრულებელი ფუნქციები:

** რეალიზაციის დოკუმენტების შექმნა ბუღალტრულ პროგრამაში და RS.GE-ზე
** შესყიდვის დოკუმენტების ჩამოტვირთვა RS.GE-დან პროგრამაში
** ძირითადი საშუალებების და ინვენტარის მოძრაობის კონტროლი და აქტივაცია
** შედარების აქტების მომზადება დებიტორებთან/კრედიტორებთან
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში
** საწყობებში ნაშთების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** ბუღალტერ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა)
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1 C)-ბალანსი
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული

უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
** გუნდური მუშაობა.

დამატებითი პირობები:

** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.
** სამუშაო გრაფიკი - სრული.
** ანაზღაურება შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: gvantsameinlgeo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს პრემიუმ ტრეიდინგმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |