jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სასტუმრო "არტიზანი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** პასუხისმგებელია საკვების, სასმელების, ზოგადი მარაგებისა და აღჭურვილობის გამოყოფაზე, შენახვაზე, გაცემასა და აღრიცხვაზე;
** მიღებული პროდუქციის სტანდარტების დაცვით საწყობში დახარისხება;
** საკვებისა / სასმლის, ზოგადი მარაგისა და საოპერაციო აღჭურვილობის შემოწმება, მიღების პროცედურების დაცვა, რაოდენობასა და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ვადების განახლება საწყობში არსებულ ნებისმიერ მარაგზე, დადგენილი ნომინალური მარაგის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად;
** საწყობში არსებული ყველა ნივთის მოწესრიგებულ და ფუნქციონალურ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** შესყიდვებისა და საბაზრო ფასების კონტროლი, ფასების შედარება;
** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაციის სიების მომზადება და პროცესში ჩართულობა.

საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება - 1000-1100 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com და გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |