jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Tourinvest Group
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

"Tourinvest Group" ეძებს გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა "არგო", სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. Tourinvest Group-ის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი.

არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგში ან მომიჯნავე სფეროში
** სამუშაო გამოცდილება 1-3 წელი
** Google Ads, Google Analytics, Yandex Direct, Yandex metric, Meta Business Suite & AD Manager, LinkedIn Campaign Manager, SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების - Microsoft Office ცოდნა (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაზე აქტიური და გუნდური მუშაობა
** სტრატეგიის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება
** კამპანიების ბიუჯეტირება/კონტროლი, ონლაინ ტრაფიკის მონიტორინგი
** კამპანიების ანალიზი, გუნდთან ერთად ეფექტურობის განსაზღვრა, რეპორტინგი
** ციფრულ/სოციალურ არხებში ახალი მიდგომების, ტექნიკის ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა, განვითარება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც სავალდებულოა მარკეტინგული აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა - განხორციელებისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** საათები: 09:30-დან 18:30 საათამდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გამოირჩევა:

** კრეატიულობით
** დროის დაგეგმვისა და მართვის უნარით
** ანალიტიკური აზროვნების უნარით
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარით
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** პროფესიული განვითარების სურვილით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
** ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: https://b24-8gb7qt.bitrix24.site/crm_form_dvlza/

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |