jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"მეამა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ამ პოზიციაზე შენი ფუნქციაა:

** შემოსული მოთხოვნების მართვა, განხილვა და რეპორტინგი;
** საქონლის/მომსახურების კვლევა და წინასწარ იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით;
** რეგულარულად შესასყიდი საქონლის იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
** შესყიდვების კონსოლიდაცია უკეთესი პირობების მიღების მიზნით;
** არაკომერციული შესყიდვების მართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Workspace);
** ინგლისური ენა - B2;
** პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებულად წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია

უპირატესობა მიენიჭება:

** SAP ან სხვა ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას.
** F&B სფეროს შესყიდვებში სამუშაო გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** გემრიელ და არომატულ ყავას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მუდმივ განვითარებას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - შესყიდვების სპეციალისტი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22/06/2024.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |