jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სასტუმროს ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Magnika
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.

სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.

სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას სასტუმროს ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
სამუშაო გრაფიკი 6/1.
ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (net), გამოცდილების შესაბამისად.

მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 1 ივნისიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HK მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** FO მენეჯერის ან სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრების სისტემის აწყობა და კონტროლი;
** ბუქინგსა და სხვა ჯავშნის სისტემებში მუშაობა, სასტუმროს შემომავალი შეტყობინებების კონტროლი booking.com-ზე;
** სტუმრების ბრონების სწორად მითითება პროგრამაში და კონტროლი;
** სატელეფონო ზარებზე/სოციალურ ქსელში პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდების კონტროლი;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება/კონტროლი;
** დასუფთავების დეპარტამენტის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობა, მათთვის სამუშაო გრაფიკის შემუშავება და კონტროლი;
** სამუშაო გაიდლაინებისა და სტანდარტული ოპერაციების პროცედურების შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და კონტროლი;
** საჭირო ხსნარებისა და ინვენტარის შეკვეთის უზრუნველყოფა;
** საოპერაციო ხარჯების და მარაგების კონტროლი;
** დასუფთავების ინვენტარის რემონტის ორგანიზება და კონტროლი
** დეპარტამენტის ბიუჯეტის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარება და მარაგების აღწერა;
** აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ორგანიზება და კონტროლი;

შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge 2024 წლის 24 ივნისამდე. ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |