jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: წყალმომარაგება და წყალარინების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: Saxon Management Services
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

საერთაშორისო საპროექტო კომპანია "Saxon Management Services", რომელიც საქართველოში არსებობს 2013 წლიდან აცხადებს ვაკანსიას პროექტანტი წყალმომარაგება და წყალარინების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა, ანაზღაურებადი
** ხელფასი 1500-3000 ლარამდე
** სტაჟიორის შემთხვევაში ხელფასი შეთანხმებით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საუკეთესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების და დაწინაურების პერსპექტივებს

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო უცხო ქვეყნისა და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობა თანამედროვე/უახლესი გრაფიკული დიზაინის პროგრამებში გამოცდილ და ძლიერ გუნდთან ერთად
** წყალმომარაგება და წყალარინების სისტემების პროექტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუდენტი ან უმაღლესი განათლება ამ მიმართულებებით
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება, გამოცდილებას ჩვენთან შეიძენს და შრომისუნარის ეფექტური გამოვლინების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი დაწინაურებები
პოზიციაზე განიხილება სტაჟიორიც, გამოცდილების გარეშე
** პროგრამების AutoCad -ის საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აქტიური და ინიციატივიანი
** მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@saxonms.com გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წყალმომარაგება და წყალარინების სისტემების ინჟინერი წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |