jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: VR Holding
გამოქვეყნდა: 24 მაისი / განცხადების ვადა: 24 ივნისი

"VR HOLDING" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე:

"VR Holding" 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.

კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი (სტუდენტებზე მორგებული)
ადგილმდებარეობა: შოთა რუსთაველის 2/4 (გალერია თბილისი)
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული და მომავალი პროექტების შესახებ;
** დაინტერესებული მომხმარებლების გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან, ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა;
** ჩატარებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციის ბაზაში დაფიქსირება, პროცესის კონტროლი, რეპორტინგი და follow up;
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების მიმართულებით).
** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მსგავს სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2024 წლის 24 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@vr.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების ასისტენტი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისთვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |