jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკური დიზაინერი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"კოლორ ჯგუფი" არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს. გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ. როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

რისი გაკეთება მოგიწევს?

** ფაილის მიღება, ტექნიკური შემოწმება, დამუშავება და დასაბეჭდად გამზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ფაილის გასწორება და დაკორექტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel draw, Adobe (PDF, Illustrator, Photoshop, InDesign);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდთან მუშაობა;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თელავი;
** ანაზღაურება: 1200 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ + ბონუსი).

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფადაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ კოლორ ჯგუფმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |