jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქარხნის პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: მარნეულის სასურსათო ქარხანა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას მარნეულში, ქარხნის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტისათვის საჭირო სხვადასხვა სახის რესურსების მოცულობის განსაზღვრა და მათი კოორდინაცია
** პროექტის ფარგლებში არსებული დავალებების დელეგირება, მათი შესრულების ვადების მონიტორინგი და უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგი
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია გრძელვადიანი და წარმატებული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით
** პარტნიორების მოთხოვნების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება და მათი იმპლემენტაცია პროექტის განხორციელების პროცესში
** პროექტის ფარგლებში რისკებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა და პროექტის მონაწილეების ინფორმირება
** პროექტის წარმატებულობის განსაზღვრა სხვადასხვა მეტრიკების მიხედვით და პროცესების გაუმჯობესების შესახებ ინიციატივების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის
** პროექტის ფარგლებში პარტნიორების მხრიდან დაწესებული სტანდარტების დანერგვა და შემდგომი მონიტორინგი ხარვეზების აღმოჩენის მიზნით
** პროექტის ფარგლებში სხვადასხვა დეპარტამენტთან მუდმივი კომუნიკაცია ინფორმაციის გაცემისა და მიღების მიზნით
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** დოკუმენტებთან მუშაობის და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება
** კომპიუტერული უნარები (MS Office)
** ინგლისური და/ან გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** აკურატული

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: vacancy@mff.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |