jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელიექსპრესი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ფოთში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი, გეგმის საფუძველზე
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო
ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, ლაგრანჟეს 2

სამუშაო აღწერილობა:

** ფილიალის საქმიანობის ეფექტური გაძღოლა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება / მონიტორინგი;
** გუნდის ეფექტური მართვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
** ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება / მონიტორინგი;
** ფილიალის ბიზნეს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და დაწესებული ბიზნეს გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** პერიოდულად, ბაზრის ანალიზი კონკურენტ კომპანიებში მომსახურების მოქმედ პირობებთან დაკავშირებით და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი წინადადების შემუშავება-წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** არსებული კლიენტთა ბაზის ანალიზი, კლიენტის ბიზნეს პოტენციალის სწორი განსაზღვრა, კლიენტის პოტენციალიდან გამომდინარე შესაბამისი მოზიდვის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ფილიალის საკრედიტო პორტფელის განვითარების მიზნით საჭირო ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება და შემუშავებული საკრედიტო გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** პროცესის გაუმჯობესების მიზნით საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით პროცედურების ცვლილებების შეთავაზება მენეჯმენტისათვის.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
** მცირე ან მიკრო სესხებთან მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სალომბარდე საქმის გამოცდილება (სასურველია).

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები 2024 წლის 20 ივლისამდე https://www.app.helio-ai.com/apply/928qwgs8o6qmcyrz?src=jobs.ge

"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |