jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.

მოცემულ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ "ათასწლეულის სკოლის" დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები - http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" - 2024-2025 აკადემიური სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელის ფუნქციებია:

** მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მონიტორინგი;
** კლასის დამრიგებლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის პროცესის კოორდინირება;
შესაბამისი ერთეულის კოორდინატორებთან თანამშრომლობა;
** 1-6 კლასის ჩათვლით, დამრიგებლების გუნდთან ერთად, არაფორმალური სასწავლო ერთეულის "სხვა დღის", გახანგრძლივებულისა და დილის შეხვედრების დაგეგმვა;
** სკოლის ფსიქოლოგთა გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** დამრიგებლების გუნდში გუნდური სწავლების პრინციპების ჩამოყალიბებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** სკოლის ადამიანური რესურსების კოორდინატორთან ერთად დამრიგებელთა მოსამზადებელი პროგრამის შემუშავებასა და ახალი დამრიგებლების აყვანის პროცესის დაგეგმვა/განხორციელება;
** მშობლებთან კომუნიკაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 ივნისის ჩათვლით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |