jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 45 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში (ბუხაიძის 4).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განლაგების/შევსების კონტროლი;
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი;
** სამუშაოს დაწყება დასრულებისას სავაჭრო სივრცის გაღება/დაკეტვა;
** სავაჭრო დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა. (პროდუქციის დროული განთავსება სავაჭრო დახლზე, უსარგებლო ნარჩენების (მუყაოს ყუთი, პოლიეთილენის პარკები) ეტლებისა და კალათების სავაჭრო დარბაზიდან გატანის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება;
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge ან შეგვივსეთ აპლიკაცია https://zgapari.ge/career/ (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |